მისია

თბილისის თავისუფალი ვალდორფის ბაღი — ა(ა)იპ „აღზრდის ხელოვნება“ აღმზრდელობით საქმიანობას ახორციელებს რუდოლფ შტაინერის ანთროპოსოფიასა და საერთაშორისოდ აღიარებულ ვალდორფის პედაგოგიკაზე დაყრდნობით.

ჩვენი მისიაა აღსაზრდელთათვის უსაფრთხო, კეთილგანწყობილი და განმავითარებელი გარემოს შექმნა, მათი ინდივიდუალური თავისებურებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. რაც პედაგოგიკურ ძალისხმევებთან ერთად, თითოეულ აღსაზრდელს საშუალებას აძლევს, სრულფასოვნად განივითაროს სხეულებრივი, ფსიქო-ემოციური და სოციალური უნარები.

ასევე, საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება სკოლამდელი აღზრდის, როგორც ბავშვის სამომავლო განვითარების საძირკვლის, როლისა და მნიშვნელობის თაობაზე. საუკუნოვანი გამოცდილების მქონე ვალდორფის პედაგოგიკის გაცნობა მშობელთათვის და დაინტერესებულ პირთათვის.

ხედვა

თბილისის თავისუფალი ვალდორფის საბავშვო ბაღის, როგორც თვითმმართველი ორგანიზაციის ხედვაა:

  • თვითმმართველობისა (საერთო კრების) და მასში მშობელთა აქტიური ჩართულობა და მშობლებთან მუდმივი კომუნიკაცია.
  • იმგვარი გარემოს შექმნა, სადაც ბავშვებს შეეძლებათ ასაკის შესაბამისი ამოცანების გადაჭრა და მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება, რასაც ხელს უწყობს აქტივობათა მრავალფეროვნება, ბუნებასთან სიახლოვე და დღის რიტმული განაწილება.

ღირებულებები

  • ბავშვზე ორიენტირებულობა: ჩვენი მუშაობა მიმართულია თითოეული ბავშვის შესაძლებლობისა და საჭიროებებზე, რათა ხელი შეეწყოს მათი ფსიქო-ემოციური, კოგნიტური და სხეულებრივი უნარების საუკეთესოდ განვითარებას, ხოლო სირთულეების შემთხვევაში, დროულად მოხდეს მათი კორეგირება. 
  • პატივისცემა და თანაგრძნობა: ბავშვისადმი პატივისცემაზე დაფუძნებული და  ემპათიური  დამოკიდებულება ხელს უწყობს დაცულობის გრძნობის, სამყაროსადმი ნდობისა და, გამომდინარე აქედან, თავდაჯერებულობის ჩამოყალიბებას.
  • თავისუფალი თამაში: სკოლამდელ პერიოდში, სხვადასხვა აქტივობასთან ერთად, ფასდაუდებელი როლი ენიჭება თავისუფალ თამაშს. თამაშის მეშვეობით ხელი ეწყობა ისეთი უმნიშვნელოვანესი უნარების განვითარებას, როგორიცაა შემოქმედებითობა და წარმოსახვა, საქმიანობის დაგეგმვისა და სიტუაციური ამოცანების გადაჭრის უნარი, კომუნიკაბელობა და ა. შ. 
  • ურთიერთთანამშრომლობა: ყოველკვირეულს კონფერენციებზე, რომელშიც  მთელი კოლეგია მონაწილეობს, ერთობლივად ხდება პედაგოგიკურ თუ სხვა აქტუალურ საკითხთა ერთობლივი განხილვა და გადაჭრა. გარდა ამისა, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებლად მიგვაჩნია მშობლებთან თანამშრომლობა. ასევე მნიშვნელოვანია სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულებებთან ურთიერთანამშრომლობა და პოზიტიური გამოცდილებების ერთმანეთისთვის გაზიარება.
  • ზრუნვა უწყვეტ განვითარებაზე: დაწესებულება, რომელიც ბავშვისთვის განმავითარებელი სივრცის შექნისთვისაა მოწოდებული, თავადაც უწყვეტად უნდა ვითარდებოდეს. ეს გულიხმობს აღმზრდელ-პედაგოგთა კვალიფიკაციის მუდმივ ამაღლებას; მსოფლიოში არსებულ პრაქტიკებზე ინფორმირებულობას, სემინარულ და კვლევით მუშაობას.