ზღაპარი და მაგიდის თეატრი

ზღაპარი

ფანტაზიის განვითარების უშრეტი წყაროა ხალხური ზღაპარი. ბავშვებს ჰაერივით სჭირდებათ ხალხური ზღაპრები. მათთვის ზღაპარი საუკეთესო სულიერი საკვებია. უჩვეულოდ მდიდარი სიტყვათა საგანძურით, ხალხურმა ზღაპრებმა შემოგვინახა სამყაროს შექმნისა და განვითარების ისტორია. როდესაც ბავშვს ვუყვებით ზღაპარს, ის იწყებს მოგზურობას ჯადოსნურ სამყაროში.

ზღაპრის მთავარ გმირთან ერთად გადის ყველა დაბრკოლებას, მასთან ერთად ამარცხებს ბოროტს და ერთადვე ზეიმობენ გამარჯვებას. ზღაპრის დახმარებით ბავშვი სწავლობს კეთილისა და ბოროტის გარჩევას, სწავლობს, რომ არ უნდა ენდოს და ემეგობროს ბოროტს; სწავლობს  შიშის დაძლევასა და სიმამაცის მოპოვებას. ზღაპრის მეშვეობით მდიდრდება ბავშვის შინაგანი სამყარო. ზღაპარი გვასწავლის,რომ დასახული მიზნის მისაღწევად ბოლომდე უნდა იბრძოლო, თუნდაც ამისთვის დიდი ძალისხმევა, გარჯა და შრომა დაგჭირდეს.

ერთი და იმავე ზღაპარს რამდენიმე კვირის განმავლობაში ვყვებით, ამით შესაძლებლობა ეძლევათ ბავშვებს, უფრო და უფრო გაითავისონ ზღაპრის შინაარსი, მუდმივად აღმოაჩინონ მასში ახალი, ის არასოდეს ხდება ბავშვისთვის მოსაწყენი; პირიქით, უსაზღვროა ნაცნობი კულმინაციური ადგილების მოლოდინით გამოწვეული სიხარული.

მაგიდის თეატრი

შინაარსის გადმოცემის ერთ-ერთი ფორმაა  თოჯინების სპექტაკლი. ლექსები, ზღაპრები, მოთხრობები თოჯინების დახმარებით ცოცხლდება. მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ვალდორფის ბაღში,  მას არ აქვს მხოლოდ ბავშვების გართობის ფუნქცია, არამედ სიღრმისეული პედაგოგიური დატვირთვის მატარებელია.

მშვიდი და მყუდრო გარემოს შექმნის შემდეგ,  უმარტივესად, ფერადი ნაჭრებითა და ბუნებრივი მასალით მოწყობილ სცენას, ჯადოსნური ნისლივით გადაეფარება გამჭვირვალე, აბრეშუმის ქსოვილი. მყუდრო და მშვიდი გარემოს შექმნის შემდეგ, ამ იდუმალებას აეხდება  ფარდა და აღმზრდელის ხელით ცოცხლდებიან  სხავადასხვა ფიგურები. მარტივად მოწყობილი სცენა და მარტივი თოჯინები, ბავშვებში ნამდვილ სურათხატებად  გარდაიქმნებიან და განსაკუთრებულ სტიმულს აღძრავენ  მათში. 

მათ თავადაც უჩნდებათ თეატრის მოწყობის  სურვილი.  როდესაც  თავად აწყობენ სცენას,  მათთვის მზადების პროცესი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე თვითონ წარმოდგენა.  მზადება დიდხანს გრძელდება,  დგამენ სკამებს მაყურებლებისთვის, ზოგჯერ შესასვლელ ბილეთებსაც ამზადებენ, შესაძლოა ამბავი სახელდახელოდ იყოს მოფიქრებული. მათთვის თამაშის სიხარული უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უზადოდ ჩატარებული სპექტაკლი.

magidis teatri

თოჯინების სპექტაკლი ხელს უწყობს ბავშვის მრავალმხრივ განვითარებას:

  • ავითარებს ემპათიის  ძალებს — ირგებენ სხვადასხვა როლებს, სწავლობენ თანაგრძნობასა, გულისხმიერებას;
  • ავითარებს  სოციალური უნარს — სწავლობენ საკუთარი და სხვების გრძნობების გაგებას  და გამოხატვას  თოჯინების მეშვეობით;
  • ავითარებს ემოციური ინტელექტს;
  • ავითარებს  ფანტაზიისა და შემოქმედებით ძალებს;
  • ავითარებს მიბაძვის უნარს;
  • ხელს უწყობს  მეტყველების განვითარებას — ამდიდრებს ბავშვის სიტყვების საგანძურს, ავითარებს მოსმენის უნარს;
  • თოჯინების თეატრი ავითარებს რიტმულობას და დროში ორიენტაციის უნარას, ის ორი ან სამი კვირის განმავლობაში მეორდება. ეს გამეორება ბავშვში დაცულობის, ნდობის და  თავდაჯერებულობის განცდას აღძრავს.