ერთი დღე საბავშვო ბაღში

erti dge

დღის პირველი ნახევარი

8:30 – 10:45  — თავისუფალი თამაში (ხატვა, საუზმის მომზადება, ხელსაქმე)

10:45 – 11:00   — სათამაშოების ალაგება, ხელების დაბანა.

11:00 – 11:40  —  დილის წრე (თითებით თამაშები, მისალმება, ფერხული)

11:40 – 12:00  — თეატრი, ზღაპარი, რიტმული თამაშები წრეში.

12:00 – 13:00 — საუზმე

13:00 – 13:30  —  თავისუფალი თამაში ეზოში

დღის მეორე ნახევარი

13:30 – 15:00  — თავისუფალი თამაში ეზოში

15:00 – 15:30   — სადილი

15:30 – 16:45  — თავისუფალი თამაში (ხატვა)

16:45 – 17:00 –  ალაგება

17:00 – 17:10  -სეზონური ხილი

17:10 – 17:30 — საღამოს წრე (რიტმული თამაშები წრეში)

17:30 – 17:45  —  სამხარი

17:45 – 18:00 — ხატვა

კვირის რიტმი

ორშაბათი — ხატვა აკვარელის საღებავებით

სამშაბათი —  პურის ცხობა

ოთხშაბათი — ორცხობილების ცხობა

ხუთშაბათი — ევრითმია

პარასკევი — ცვილით ძერწვა

დღესასწაულების აღნიშვნას ბავშვებისთვის განსაკუთრებული პედაგოგიური მნიშვნელობა აქვს. უწინ ადამიანები დღესასწაულების მეშვეობით უკეთ განიცდიდნენ წელიწადის რიტმს და ახლო ურთიერთობას ამყარებდნენ გარე სამყაროსთან. თითქმის ყველა დღესასწაული რომელიმე წმინდანის სახელს უკავშირდება და მორალური აღზრდის ერთ-ერთ საშუალებასაც წარმოადგენს.

დღესასწაულები სურათხატოვანი ენით უნდა მივიტანოთ ბავშვებამდე და ამან ბავშვში ეს თვისებები — სიმამაცე, სიკეთე, ერთგულება, მადლიერება, სიყვარული, თანადგომა უნდა გააღვივოს. ბავშვისთვის მნიშვნელოვანია იმისი განცდა, რომ სამყარო კეთილია და კეთილი ძალებით იმართება. სიკეთის განცდა ბავშვის ფსიქოსომატური ჯანმრთელობის მთავარი გარანტია.

erti dge 4

დღესასწაული განსაკუთრებული დღეა, რომელიც განსხვავდება ჩვეულებრივი დღეებისგან, ამ ერთი განსაკუთრებული დღისთვის მზადებას წინდაწინ, რამდენიმე კვირით ადრე ვიწყებთ. ბავშვებს ძალიან უყვართ, როდესაც თავად იღებენ მონაწილეობას ზეიმის მომზადებაში. ამ დღის მოლოდინით გამოწვეული სიხარული ბევრად აღემატება თავად დღესასწაულის დღეს განცდილს.

 ყველა ზეიმს, რომელიც წელიწადის წლიურ ციკლთან არის კავშირში, თავისი ხასიათი და განწყობა აქვს, ბავშვი ახალ შთაბეჭდილებას ყველა გრძნობის ორგანოთი ეხსნება და ამიტომაც არის, რომ დღესასწაულებთან განსაკუთრებულ მიმართებას ამყარებს.

ყველა დღესასწაულს თავისი გემო, ფერი და სურნელი გააჩნია. მნიშვნელოვანია, ამ დღეს განსაკუთრებულად მოირთოს ოთახები, გაიშალოს სადღესასწაულო სუფრა. საბავშვო ბაღის აღმზრდელთა ამოცანაა, ჩაუღრმავდნენ ყოველი დღესასწაულის სახასიათო თავისებურებებს და შესაბამისი ფორმით ჩართონ საბავშვო ბაღის ზეიმების წლიურ ციკლში.

ვალდორფის საბავშვო ბაღის თითოეულ ჯგუფში ყოველთვის არის გამოყოფილი ადგილი „წელიწადის დროის მაგიდისთვის”. ფერადი ქსოვილების, სხვადასხვა ნივთების და ბუნებაში შეგროვებული ბუნებრივი მასალის გამოყენებით აღმზრდელი ცდილობს მოცემული დროისთვის დამახასიათებელი ფერთა გამა და ხასიათი შემოქმედებითად გადმოსცეს და შექმნას განწყობა, რომელიც იმ დროსთან გვაკავშირებს.