ევრითმია

evritmia

ევრითმია ბერძნული სიტყვაა და ლამაზ, დინამიური ნაკადით გამოხატულ მოძრაობას ნიშნავს. იგი, როგორც ახალი, თანამედროვე, მოძრაობის ხელოვნება მე-20 საუკუნის დასაწყისში ავსტრალიელი ფილოსოფოსისა და პედაგოგის რუდოლფ შტაიერის მიერ შეიქმნა. 

თავდაპირველად ევრითმია, როგორც მოძრაობით გამოხატული ხილული მეტყველება და მუსიკა სასცენო ხელოვნების დარგი იყო, მაგრამ მისმა მრავალმხრივმა შესაძლებლობებმა პრაქტიკულ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი და ეფექტური გამოყენება ჰპოვა პედაგოგიური, სამკურნალო თუ ჰიგიენური ევრითმიის სახით.

ევრითმიას ვალდორფის პედაგოგიკაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. ევრითმიული სავარჯიშოები ითვალისწინებს ბავშვის ასაკობრივი განვითარების სპეციფიკას. მათი მეშვეობით ვითარდება, როგორც ინდივიდუალური, ისე სოციალური უნარები.

ევრითმია ეხმარება მოზარდს ჰარმონიულად დაიმკვიდროს თავი ახალ რეალობაში, დაძლიოს შიშები და სხვადასხვა ინდივიდუალური პრობლემები. 

ევრითმიული სავარჯიშოები კეთდება ტექსტის ან მუსიკის თანხლებით, ხის მოკლე და გრძელი ჯოხებით, ხის პატარა ბურთებით.

პატარა ლექსები, გარითმული ზღაპრები სივრცეში გარკვეული თანმიმდევრული გადაადგილებით სრულდება, ყურადღება ექცევა მოკლე და გრძელი ნაბიჯების რიტმულ მონაცვლეობას, ამგვარი სავარჯიშოები ბრტყელტერფიანობის პრევენციას უწყობს ხელს.

ინდივიდუალური უნარების განვითარება: ინდივიდუალური ზრდის პროცესის ჰარმონიზება; გახსნილობის, გულწრფელობის და სითამამის წახალისება, შიშისა და დაურწმუნებლობის გადალახვა; ყურადღების კონცენტრაციისა და სხეულის აღქმის გაძლიერება; წონასწორობის გრძნობის გავარჯიშება; სივრცეში ორიენტაციის განვითარება 

სოციალური უნარების განვითარება: ჯგუფური ზრდის პროცესის ჰარმონიზება; სხვების პატივისცემის, ნდობის, ერთობლივი მუშაობის პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარება.