მიბაძვა და მაგალითი

სიცოცხლის საწყის ეტაპზე სწავლა მიბაძვით ხდება, სწავლის ინტენსიურობა კი ბავშვის ხასიათზე, ტიპზე და ტემპერამენტზეა დამოკიდებული. ბავშვი უსაზღვრო ნდობით ეგებება სამყაროს და განსაკუთრებული წინააღმდეგობის გარეშე ახდენს ყველაფრის ასიმილირებას, ბაძავს ყველაფერს, რაც მის გაშემო ხდება.

მიბაძვის სურვილზე დამყარებული სწავლება გულისხმობს სწავლას მაგალითით, ის მიბაძვით იძენს ყოველგვარ სასარგებლო თუ უარყოფით ჩვევას, რასაც ადამიანურ ურთიერთობებში ვხვდებით. რაც ქვეცნობიერის ღრმა ფენებში ილექება, სიცოცხლის პირველ წლებში საარსებო გარემო დიდ ზეგავლენას ახდენს პიროვნების ჩამოყალიბებაზე, როგორი იქნება იგი შემდგომში — აღსავსე სიკეთით, თუ სიხარულს მოკლებული.

მორალური ცნებები და კეთილგონიერი სიტყვები კი არ მოქმედებენ ბავშვზე, არამედ მხოლოდ ის, რასაც უფროსები მის თვალწინ სჩადიან. 

ადამიანებთან ურთერთობებით სწავლობს მოწიწებისა და მადლიერების განცდას, სწავლობს იყოს ყურადღებიანი, მზრუნველი, სწავლობს ცხოველებთან და მცენარეებთან ურთიერთობას. სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის მნიშვნელოვანია გვერდით ჰყავდეს მოფუსფუსე, ქმედითი ადამიანი, რათა მასაც გაუჩნდეს საქმის კეთების სურვილი. ვალდორფის საბავშვო ბაღში გარემო სპეციალურადაა მოწყობილი ისე, რომ ბავშვებმა შეძლონ და მუდმივად ადევნონ თვალი უფროსების საქმიანობას, მიბაძონ მათ. ამ მიბაძვით ისინი სწავლობენ იყვნენ პასუხისმგებელნი საკუთარ ქმედებებზე. ჩვენი ამოცანაა, ისე ვიმოქმედოთ ბავშვის გარემოცვაში, რომ იგი გონებითა და გრძნობებით სიკეთის, სიბრძნის, ჭეშმარიტებისა და მშვენიერების მიმბაძველ არსებად იქცეს.