რუდოლფ იოზეფ ლორენც შტაინერი
ემილ მოლტი

ვალდორფის პედაგოგიკას 100 წლიანი ისტორია აქვს. პირველი ვალდორფის სკოლა 1919 წელს გერმანიაში, ქალაქ შტუტგარტშირუდოლფ შტაინერისა და სიგარეტების ფაბრიკის, „ვალდორფ ასტორიასმფლობელის, ემილ მოლტის ინიციატივით დაარსდა, ფაბრიკის თანამშრომლების შვილებისათვის. მოგვიანებით, 1926 წელს სკოლასთან არსებული პირველი ვალდორფის ბაღი გაიხსნა.

 

1994 წელს  დაარსდა  თბილისის  თავისუფალი  ვალდორფის  სკოლა  და  ბაღიც  სკოლას  შეუერთდა, ეს იყო ბაღის არსებობისთვის მნიშვნელოვანი  გადაწყვეტილება. რადგან ყოველდღიურად იზრდებოდა ვალდორფის პედაგოგიკით დაინტერესებულ მშობელთა რიცხვი.

1995  წელს საბავშვო  ბაღის  მეორე  ჯგუფი გაიხსნა, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი.  2006  წელს   უცხოელი მეგობრების დახმარებით დასრულდა სკოლის შენობის ერთერთი ფლიგელის მშენებლობა, რომელის ერთი სართული მთლიანად ბაღისთვის იყო  გათვალისწინებული და   ბაღს  კიდევ  ორი     ჯგუფი  დაემატა.

2007  წელის აგვისტოს თვეში, სახელმწიფომ  მიიღო  კანონი  მცირე  კონტიგენტიანი  საჯარო  ბაღების დახურვის  შესახებ და  რადგან თბილისის თავისუფალი  ვალდორფის  ბაღი მცირე კონტიგენტიანი  სახელმწიფო  ბაღი  იყო ოფიციალურად  დაიხურა.  2007 წლის 29  ოქტომბერს  თბილისის რეგიონალური  ცენტრის მიერ ბაღი დარეგისტრირდა როგორც არასამეწარმეო, არამომგებიანი იურიდიული  პირი  ,,აღზრდის  ხელოვნება“, რომელიც დღემდე წარმატებით ფუნქიონირებს.